Header

untitled-1

- მანდარინის კონცენტრატის ხაზი

ამანდარინის კონცენტრირებული წვენი 100%-იანი, დამზადებულია ნატურალური წენისაგან, რომელიც მიიღება ახალად მოკრეფილი ან შენახული ნაყოფის მექანიკური დაწნეხვით, სტრეილიზებული დაფასოებული ასეპტიკურ პირობებში.

მზა კონცენტრატი ფასოვდება 200 დმ3 მოცულობის ასეპტიკურ ტომრებში (bag-in-box) რომლებიც თავსდება ცილიდრისებული ან კონუსური ფორმის მეტალის კასრებში.

წარმოადგენს შესქელებულ, ბლანტ, ყვითელი ფერის არაგამჭვირვალე სითხეს, მკვეთრად გამოხატული ციტრუსის გემოთი და არომატით. მთლიანად იხსნება წყალში.

მშრალი ნივთიერებების შემცვლელობა რეფრაკტომეტრით შეადგენს არანაკლებ 58%-ს, ხოლო არაორგანული მჟავები ლიმონმჟავაზე გადაანგარიშებით- 5.5-8.0 %. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს ( შაქარი, მჟავა, საღებავები).

თან ერთვის შესაბამისობის სერთიფიკატი.

-მანდარინის პიურეს ხაზი

ამანდარინის პიურე წარმოადგენს მანდარინის წვენის წარმოების შედეგად მიღებული ამონაწნეხის გახეხილ სტერილიზებულ მასას, რომელიც ფასოვდება ასეპტიკურ პირობებში.

მადარინის პიურეს წარმოების დროს არ გამოიყენება შაქარი, საკვები მჟავები, სინთეტიკური საღებავები, არომატიზატორები და გენმოდიფიცირებული ორგანიზმები. მშრალი ნივთიერებების შემცვლელობა მანდარინის პიურეში არანკლებ 8%-ს შეადგენს.

პროდუქციის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლები, მიკრობიოლოგიური ნორმები, შენახვის პირობები, კვებითი და ენერგეტიკული ღირებულებები შეესაბამება სტადარტით დადგენილ მოთხოვნებს.